თქვენი

01. თქვენი საკუთარი ბიზნესის იდეა

თვითმომსახურების ტიპის სამრეცხაოს მართვა არ მოითხოვს დიდ დროით დანახარჯებს, მაგრამ  ინვესტირების პროცესი საპირისპიროდ –კი. პირველ რიგში ინვესტორმა უნდა რეალურად შეაფასონ თავისი დროითი, ფინანსური და პირადი შესაძლებლობები (მაქს კი მე საშუალება დამოუკიდებლად გაუმკლავდე ყველა ფორმალიზებულ პროცედურებს თუ მე მჭირდება გარე დახმარება???)

განკარგულებაშია

02. EHRLE ყოველთვის თქვენს განკარგულებაშია

საინვესტიციო პროცესზე პირველადი ინფორმაციის მიღებიდან ჩვენ ვართ თქვენ განკარგულებაში. ყველა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მეილით, ტელეფონით ან პირადი შეხვედრის შედეგად.

ჩვენი დახმარება ეფუძნება არა მხოლოთ თეორიულ გათვლებს არამედ უპირველეს ყოვლისა პრაქტიკულ გამოცდილებას. ინვესტორს შეუძლია მიიღოს ექსპერტული რჩევა მიწის ადგილმდებარეობაზე  ინვესტიციის მიმზიდველობის კუთხით ასევე მიწის სამომავლო პოტენციალზე გარემო ფაქტორების ანალიზის გათვალისწინებით. ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით ჩვენ შეგვლიძლია შემოგთავაზოთ სამრეცხაოს ოპტიმალური ტიპი და განლაგება შერჩეულ მიწის ნაკვეთზე

ტერიტორია

03. ტერიტორია

თქვენ უნდა გაგაჩნდეთ თქვენი საკუთარი ან ნაქირავები მიწის ნაკვეთი. რაც მეტია მიწის ნაკვეთის ზომა, მით დიდი სამრეცხოა შეიძლება განთავსდეს. ზოგადათ მიჩნეულია,  რომ ერთ ბოქსს ესაჭიროება 250მ2 მიწის ნაკვეთი იმისათვის, რომ მოხდეს მანქანების კომფორტულად შესვლა  გაჩერება და გასვლა ტერიტორიიდან.

ზოგადათ ყველა მიწის ნაკვეთი არ არის განკუთვნილი სამრეცხოსთვის. ფუნქციური  და ფიზიკური მახასიათებლების გარდა საჭიროა რიგი ადმინისტრაციული ფორმალობების შეთანხმება. ავტოსამრეცხაოს განთავსება ზოგადათ შესაძლებელია მიწაზე რომელიც განკუთვნილია კომერციული ან სამშენებლო მიზნებისთვის. ( საზოგადოებრივი საქმიანი ზონა) 

თქვენ უნდა გქონდეთ ტექნიკური პირობები ძირითად კომუნიკაციებზე მისაერთებლად: წყალი, დენი, გაზი, კანალიზაცია და სანიაღვრე კომუნიკაციები. 

თუ თქვენ გჭირდება კონსულტაცია მიწის ნაკვეთთან და სამრეცხაოს ოპტიმალურ კონფიგურაციასთან ჩვენ ყოველთვის ვართ თქვენს განკარგულებაში!

დოკუმენტაცია

04. ტექნიკური დოკუმენტაცია

სანამ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები საჭიროა სამშენებლო პროექტის შეთანხმება, ამისათვის თქვენ პირველ რიგში უნდა მიმართოთ არქიტექტურის ადგილობრივ სამსახურებს. ზოგადათ მიწის ნაკვეთზე სამრეცხაოს მოწყობის დაშვების პირველი ეტაპია ქალაქგეგმარებითი ინფორმაციის მოძიება. შემდგომ არქიტექტურ გეგმარებითი დავალების შეთანხმება. შეთანხმებული აგდ–ს შემდგომ უკვე შესაძებელია არქიტექტურული პროექტის მომზადება და წარგენა დასამტკიცებლად.  რა თქმა უნდა მანამდე საჭიროა კომუნიკაციების ყველა ტექნიკური პირობების მოძიება. რეკომენდირებულია, რომ აღნიშნული სამუშაო დაუკვეთოთ პროფესიონალ არქიტექტორს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი გამოცდილება 

ფინანსირება

05. ფინანსირება

ინვესტორმა შეიძლება დააფინანსოს თავისი ინვესტიცია 3 გზით. საკუთარი სახსრებით, ბანკის სესხის დახმარებით ან სალიზინგო კომპანიის ჩართულობით. EHRLE  არ ავალდებულებს მომხმარებელს აირჩიოს რომელიმე კონკრეტული მიმართულება. მომხმარებელი არის თავისუფალი თავის არჩევანში.

სამშენებლო

06. სამშენებლო სამუშაოები

როდესაც აღებულია მშნებლობის ნებართვა, საჭირო გამოცდილების  მქონე სამშენებლო კომპანიის მიერ შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოების შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობისას შესაძლებელია EHRLE –ს ტექნიკური ინჟინერის მოწვევა, რომელიც გააკონტროლებს მშნებლობის დროს დაგეგმილი საკომუნიკაციო ელემენტების შესრულების სისწორეს.

მონტაჟი

07. სამრეცხაოს მონტაჟი

შემდგომი ეტაპია კონსტურქციების აწყობა და სამრეცხაო დანადგარების მონტაჟი. ამის შემდგომ როდესაც ინვესტორის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ  სწავლება, ინვესტორს გადაეცემა ობიექტი მიღება ჩაბარების აქტით და მას შეუძლია დაიწყოს მუშაობა

და ეს არის დასასრული!

რაც მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობა არ მთავრდება ამით და მიღება ჩაბარების აქტის შემდგომ ჩვენ ვზრუნავთ  ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ბედზე. ჩვენ ვეხმარებით კლიენტს მარკეტინგში, ვამარაგებთ ორიგინალი EHRLE ს ქიმიური რეაგენტებით,  საჭიროების შემთხვევაში ვახორციელებთ ტექნიკის სწრაფ და ეფექტურ სარემონტო აღდგენით სამუშაოებს.

Up
ეს საიტი ნაჭდევებს იყენებს (cookies), ისე, რომ ჩვენი მომსახურება შეიძლება მუშაობა უკეთესი. შეიტყვეთ უფრო მეტი მე მესმის,