EHRLE-ს სამრეცხაო სრულყოფილად მუშაობს ზამთრის სეზონის მკაცრ პირობებშიც. მინუს 15 გრადუს ყინვაში ავტო-სამრეცხაო შეუფერხებლად მუშაობს, რომლის გარანტიას იძლევა მწარმოებელიც. თოვლისა და ყინვის მიუხედავად EHRLE-ს სამრეცხაო ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა.
როგორია ამის შესაძლებლობა? EHRLE იყენებს 6 სპეციალურ სისტემას, რომელიც გათვლილია ზამთრის მკაცრ პირობებში.
გაყინვის საწინააღმდეგო სისტემა I:
ა)WAB სისტემის რეზერვუარი (არსებობს ორი ტიპი: შიდა და გარე რეზერვუარი);
ბ) წყლის ცირკულაცია გარე თერმოსტატით, რომელიც აკონტროლებს გარემოს ტემპერატურას;
გ) WAB სისტემის რეზერვუარის ავტომატური კონტროლი.
გაყინვის საწინააღმდეგო სისტემა I I:
a) 2 კვტ.-იანი ელექტრო გამაცხელებელის ავტომატური კონტროლი , რომელიც დამონტაჟებულია, როგორც ტექნიკურ მოწყობილობაში, ასევე წყლის გამწმენდ დანადგარებში და სამრეცხაო ბოქსებში.
b) ელექტრო გამაცხელებელი დამონტაჟებულია მთავარ კონტეინერში და თითოეულ სამრეცხაო ბოქსში.
გაყინვის საწინააღმდეგო სისტემა I I I:
ა) გაყინვის საწინააღმდეგო სისტემა მუშაობს ელექტრო ენერგიის გათიშვისას. მაგნიტური სარქველი აღებს წყლის მარაგს. წყალი მიედინება პირდაპირ სამრეცხაო სისტემის ყინვა გამძლე ავზისკენ.
გაყინვის საწინააღმდეგო სისტემა IV:
ეს სისტემა აცხელებს იატაკს სამრეცხაო ბოქსის კონკრეტულ ადგილებში. სისტემა იწყებს მუშაობას დაბალი ტემპერატურის (ყინვის) პირობებში.
სიახლე! ინვესტორების მოთხოვნით უკვე შესაძლებელი ორმაგი ყინვა გამძლე სისტემის დამონტაჟება.
გაყინვის საწინააღმდეგო სისტემა V:
მთავარი ტექნიკური კონტეინერის დამატებითი იზოლაცია,რომელიც იცავს მას ყინვისგან.
გაყინვის საწინააღმდეგო სისტემა VI :
ამ სისტემით ტექნიკური კონტეინერი ინარჩუნებს სითბოს და დამონტაჟებულია ბოქსებს შორის. ასე, რომ ტექნიკური კონტეინერი არ გაიყინება.
ყველა სამრეცხაოს პროგრამაში დამონტაჟებულია წყლის გამაცხელებელი და იატაკის გამათბობელი სისტემა, აგრეთვე, ცხელი წყლის რეზერვუარი. აგრეთვე, დამონტაჟებულია თერმული მაკონტროლებელი, რომელიც საჭირო ტემპერატურის წყალს აწვდის ბოქსებს. უფრო მეტიც, თერმოსტატით ხდება ტემპერატურის შენარჩუნება.