Pioneer PPMP™ აცილებს ჭუჭყს ძალიან სწრაფად აქტიური მოლეკულების სპეციალური ფორმულის საფუძველზე. PPMP აბსოლოტურად უსაფრთხოა ავტომობილის კორპუსისათვის
EHRLE-ს ბრენდი ნათლად ასოციირდება უკონტაქტო ტექნოლოგიასთან, რომელიც უმჯობესდებოდა მრავალი წლების განმავლობაში
რამდენიმე ხნის წინ პირველი ხელის ავტოსამრეცხაო შეიცვალა ჯაგრისის ავტოსამრეცხაოებით. ამჟამად ჯაგრისის ავტოსამრეცხაოები შეცვალა უკონტაქტო ავტოსამრეცხაოებმა, რომელსაც ყველაზე ხშირად ირჩევენ მძღოლები.
კომპანია EHRLE – თვითმომსახურების უკონტაქტო ავტოსამრეცხაოების ლიდერი ბაზარზე, გვთავაზობს უკონტაქტო მეთოდით მანქანის რეცხვას. საწარმოო ტექნიკისა და უმაღლესი ხარისხის ქიმიური საშუალებების კომბინაცია მეტად ეფექტური და უსაფრთხოა ავტომობილებისთვის. უკონტაქტო მეთოდი მაღალი წნევის ავტოსამრეცხაოებში და საწმენდ მოწყობილობებში დამატებით გამყარებულია ნახევარსაუკონოვანი გამოცდილებით.
EHRLE ავტოსამრეცხაოებზე ვიზიტისას კლიენტები გრძნობენ სასიამოვნო ხილის არომატს. ეს არის პირველ პროგრამაში გამოყენებული Power Pearl Micro Powder™, ქიმიური თვისებების გარდა PPMP-ს სხვა ღირებულებებიც გააჩნია.
აღნიშნული ოთხი პროგრამა უზრუნველყოფს ავტომობილის ეფექტურ რეცხვას. EHRLE ინჟინრები აგრძელებენ მუშაობას ამ პროგრამებზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ მათი რაოდენობა, რაც კლიენტებს გაუადვილებს ავტოსამრეცხაოების გამოყენებას. ასეთი მოდიფიკაციით მძღოლები დიდ დროს დაზოგავენ.
ავტომობილის კვალიფიციური რეცხვა თვითმომსახურების უკონტაქტო EHRLE ავტოსამრეცხაოში, მაღალი ხარისხის ტექნოლოგია და ქიმიური საშუალებები იძლევა დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევის საშუალებას ჯაგრისით გაწმენდის შედეგად, ნაკაწრების გაჩენის ან სხვა სახის დაზიანების რისკის გარეშე.
გერმანული სიზუსტე და ინოვაციური ტექნოლოგიური იდეა არაერთხელ დაჯილდოვდა. კომპანიის EHRLE მიერ გამოყენებული უკონტაქტო რეცხვის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურებაა ხარისხის სერტიფიკატი VDA.
Pioneer PPMP™ აცილებს ჭუჭყს ძალიან სწრაფად აქტიური მოლეკულების სპეციალური ფორმულის საფუძველზე. PPMP აბსოლოტურად უსაფრთხოა ავტომობილის კორპუსისათვის
სუფთა გამდინარე წყალი გამოიყენება Micro Powder-ით მანქანის რეცხვისთვის
ცხელი ცვილი იცავს ავტომობილის ლაქს. უზრუნველყოფს დამატებითი საფარით, რაც ამარტივებს წყლის დინებას ზედაპირიდან და აუმჯობესებს მინის საწმენდების მუშაობას
ბოლო (და არა მხოლოდ) – მეოთხე პროგრამა უზრუნველყოფს დამატებით მბზინვარე ეფექტს, რაც სუფთა დემინერალიზებული ოსმოსური წყლის დამსახურებაა საპრიალებელი მასალით და ნანო-ტიტანური საშრობის გამოყენებით
EHRLE-ს ავტოსამრეცხაოებს გააჩნიათ VDA სერტიფიკატი გაცემული გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ასოციაციის მიერ
გერმანიის საავტომობილო მრეწველობის ასოციაციამ EHRLE-ს მიანიჭა ხარისხის სერტიფიკატი VDA (Verband der Automobilindustrie). VDA არის ელიტური ჯილდო იმ მწარმებლებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ მოთხოვნებს და ამ პრესტიჟული ინსტიტუტის მიერ დადგენილ ხარისხის სტანდარტებს. მათ შორის არის გერმანიის ხარისხის მართვის სისტემა QMC საავტომობილო მრეწველობისთვის. VDA QMC არის ხარისხის იმ ექსპერტების მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც მწარმოებლების და ავტომობილების მომწოდებლების შეკვეთით აწარმოებს კვლევას პროდუქტის ტექნოლოგიური ხარისხის ერთიანი სტანდარტების შემუშავების მიზნით. [Certyfikat VDA dla myjni EHRLE]
ბოლო (და არა მხოლოდ) პუნქტი უდავოდ ადასტურებს რომ EHRLE ავტოსამრეცხაოს გამოყენება აბსოლოტურად უსაფრთხოა ახალი ავტომობილების კორპუსის და დაზიანებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ლაქისათვის. ამის აშკარა დადასტურებაა თვითმომსახურების უკონტაქტო EHღLE ავტოსამრეცხაოების არსებობა ცნობილი ბრენდების მქონე ავტომობილების სერვის ცენტრებში და მაღაზიებში. ამიტომ, EHRLE არის პირველი და ერთადერთი მწარმოებელი ჩვენს ბაზარზე, რომელსაც გააჩნია ხარისხის სერტიფიკატი VDA, რომელიც გადაეცა უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგიისთვის. ამ ტექნოლოგიის გარდა, მაღალი შეფასებები მიიღო კომპანიის EHRLE მიერ წარმოებულმა ქიმიურმა საშუალებებმა.
EHRLE ავტოსამრეცხაოები მარკირებულია EHRLE რეცხვის სერტიფიცირებული ხარისხის ნიშნით, რის საფუძველზეც თითოეული კლიენტი დარწმუნებულია შეთავაზებული მომსახურების ეფექტურობაში.
ინოვაციური ტიპის ავტოსამრეცხაო Modul Line, ასევე როგორც ETRONIC 4 სისტემა არის თანამედროვე ქარხნების სრულიად ახალი გადაწყვეტილებები
EHRLE ავტოსამრეცხაოების მონაცემები და პარამეტრების დისტანციურად მართვა შესაძლებელია GSM–ის ან ინტერნეტის მეშვეობით. ძველი სისტემა შეიცვალა ETRONIC 4-ით, რომელიც არის კომპანიის “სიმენსი” ინჟინრებთან თანამშრომლობის ნაყოფი. ეს არის ავტოსამრეცხაოების ბაზარზე არსებული ინოვაციური და ყველაზე თანამედროვე კონტროლის სისტემა, რომელიც ახორციელებს ავტოდიაგნოსტიკას EHRLE სერვის ცენტრისთვის.
Basic (საბაზო) – ავტოსამრეცხაოს Modul Line ETRONIC 4 სტანდარტულ მოწყობილობაში ინვესტორს “სიმენსის” კომპიუტერის სენსორულ პანელზე ან ISDN/DSL ან GSM მოდემის მეშვეობით, ხელი მიუწვდება ყველა საბაზო მონაცემზე: სამუშაო დრო, “ბედნიერი საათები”, ქიმიური საშუალებების დოზირება და მოცემულ პერიოდში ავტოსამრეცხაოს ბრუნვის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებზე. ვერსია Basic ინფორმაციას აწვდის ინვესტორს ავტოსამრეცხაოს საბაზო პარამეტრების შესახებ, ასევე აგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას სერვისის პრობლემების შესახებ. ცენტრალური კომპიუტერი ურთიერთკავშირშია თითოეულ პოსტზე პასუხისმგებელ ყველა კონტროლერთან.
Comfort (კომფორტი) – ეს სისტემა EHRLE სერვისს უზრუნველყოფს მოწყობილობის დისტანციური დიაგნოზის და სენსორული ეკრანის 12,1-ს მეშვეობით მომსახურების პრობლემების ანალიზის შესაძლებლობით. ინვესტორს კომპიუტერის თავის სენსორულ პანელზე ან ISDN/DSL ან GSM მოდემის მეშვეობით, ხელი მიუწვდება დამატებით ინფორმაციაზე: ქსელების და თითოეული მოდულის, ასევე ავტოსამრეცხაოს თითოეული ნაწილის მდგომარეობის შესახებ. ასევე არსებობს თხევადი ქიმიური საშუალებების და Micro Powder–ის კონტროლის შესაძლებლობა. სისტემა წარმოდგენილია CM2 და CM3 ვერსიით ან პაკეტის სახით ინვესტორის ინდივიდუალური მოთხოვნის მიხედვით.
EHRLESolTM არის ინოვაციური, ეკონომიური და ეკოლოგიური სოლარული სისტემა, რომელსაც იყენებენ EHRLE-ს ავტოსამრეცხაოებზე
EHRLE ინჟინრების მიერ დაპროექტებული სპეციალური მზის პანელები დამონტაჟებულია უკონტაქტო ავტოსამრეცხაოს სახურავზე. მთლიანი სისტემა დაკავშირებულია გათბობის და სხვა სისტემასთან ეფექტური სამუშაოს უზრუნველყოფის მიზნით. EHRLESol™-ს წყალობით, ინვეტორს შეუძლია დაზოგოს გაზის 40% წელიწადში. მზის სისტემისადმი გაზრდილი ინტერესი გამოიხატება არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვით, ასევე ინტერესი გამომდინარეობს ბაზარზე ენერგო რესურსების არასტაბილური მდგომარეობით, ასევე მათი მზარდი მოთხოვნით და შეზღუდული რესურსებით.
კომპანია EHRLE ახორციელებს ბალანსირებული განვითარების პოლიტიკას. ჩვენი პლანეტის კეთილდღეობის და მისი შეზღუდული ბუნებრივი რესურსების, ასევე ყველა იმ მომხმარებლის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია ნავთობის საბადოს ფასების სწრაფ ზრდასთან და სხვა ენერგო რესურსების გათვალისწინებით, ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სისტემას EHRLEsol™.
EHRLE-ს და გათბობის სისტემების წამყვან მწარმოებელს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, გთავაზობთ გადაწყვეტებს, რომელიც დაზოგავს გათბობის ხარჯს და წვლილს შეიტანს გარემოს დაცვაში. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ევროპული გრანტების მოთხოვნა. კომისიები, რომლებიც განიხილავენ განცხადებებს, დადებითად აფასებენ EHRLESol™-ს ეკონომიურ და ეკოლოგიურ ასპექტებს.
საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე „Stacja Paliw” თხევადი საწვავის პოლონეთის პალატამ აღნიშნულ გერმანულ სისტემას მიანიჭა სახელწოდება “2009 წლის პროდუქტი”.
დროის ხედვის გადაწყვეტილება EHRLE-s მართვის პანელებზე, რეალურ დროის დისპლეი, გადახდის მოხერხებული ფორმა რომელსაც გთავაზობთ EHRLE
უჟანგავი რკინის პანელები, რომლებმაც გასული წლებში განიცადეს მცირეოდენი კოსმეტიკური ცვლილებელი გარდა დიზაინისა, რომელიც ხასიათდება ლამაზი გრაფიკით და დაზიანების საწინააღმდეგო პროგრამის ღილაკებით, ამჟამად ხურდის მიმღები ბლოკი არის დაცული წყლისგან, ასევე დამატებულია ხურდების მოგროვების ვაკუმ სისტემის ოფცია და დანერგილია შესაძლებლობა არჩევანის მაღალ და დააბალ პანელებს შორის.
მიმდინარე წლიდან ყველა ინვესტორი რომელიც ყიდულობს ერლეს სამრეცხაოს იღებს თვისობრივად ახალ მართვის პანელს, ეგრეთ წოდებულ რეალური დროის დისპლეით. ამიერიდან დიდი ეკრანი აჩვენებს გამოყენებად დროს ჩაგდებული თანხის შესაბამისად ნაცვლად რეცხვის იმპულსებისა, რომელიც იყო ადრე. ეს მნიშვნელოვანი გამარტივებაა მომხმარებლისთვის, რომელიც ამჟამად ხედავს ზუსტად როდის მთავრდება რეცხვა და შეუძლია განსაზღვროს მისი მოქმედების რიგისობა. ინვესტორი თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ დროის მიმდინარეობა ეკრანზე უბიძგებს მომხმარებლებს უფრო ოპერატიულად მოიხმარონ სამრეცხაოს სერვისი და არ შეაფერხონ რიგის მოძრაობა
გადახდის ფორმების მიხედვით EHRLE მ გაზარდა მისი შესაძლებლობები 6 ერთეულამდე. საიდანაც 3 არის სრულიად ახალი: მონეტები, ფულის ბანკნოტები, ჟეტონები, სპეციალური ელექტრონული ბრელოკები EHRLE KEY, საკრედიტო ბარათები და ასევე მობილური ტელეფონით გადახდები. ამ გზით პრობლემა გადაჭრილია იმ მომხმარებლისთვის, ვინც იყენებს სამრეცხაოს მაგრამ არ აქვს საფულეში ხორდები ან ფულის ბანკნოტები. ეს ცალსახად კომპანია EHRLE ს ღირშესანიშნავი მიღწევაა მითუმეტეს რომ არცერთმა კონკურენტ კომპანიამ დღემდე ვერ შეძლო ჩაენერგა გადახდების ესოდენ ფართო სპექტრი მართვის პანელში
დამზადებულია უჟანგავი მასალისგან, უმაღლესი ხარისხის ბოილერები და გამათბობელი მოდულები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამრეცხაოს ცხელი წყლით
საბაზისო უჟანგავი მასალისგან დამზადებელი ბოილერი ამარაგებს ცხელი წყლით 4 ბოქსამდე სამრეცხაოს, მოდულირებადი გაზის საქვაბე გაზის წვის დონის 5% დან 100% მდე რეგულირების საშუალებით უახლესი კონდენსირების ტექნოლოგიასთან ერთად განკუთვნილია მაქსიმალურ ეფექტურობისთვის და გვაძლევს საწვავის ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობებს
უფრო ძლიერი საქვაბე დამზადებული უჟანგავი მასალისგან ბოილერი ამარაგებს ცხელი წყლით 8 ბოქსამდე სამრეცხაოს. მოდულირებადი გაზის საქვაბე გაზის წვის დონის 5% დან 100% მდე რეგულირების საშუალებით უახლესი კონდენსირების ტექნოლოგიასთან ერთად განკუთვნილია მაქსიმალურ ეფექტურობისთვის და გვაძლევს საწვავის ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობებს. ინტეგრირებული ბუსტერი პომპა უზრუნველყოფს ცხელი წყლის უწყვეტ მიწოდებას პიკურ დატვირთვაზე გასვლის შემთხვევაშიც. მეორე ინტეგრირებული ტუმბო უზრუნველყოფს ცხელი წყლის დახურული კონტურით იატაკების გათბობის სისტემაში მიმოქცევას
ცხელი წყლის მოდული დიზელის წვის პრინციპით, EHRLE ამარაგებს თანამედროვე დახვეწილ ქვაბებს რომელიც უზსუნველყოფს მაღალ ეფექტურ წვის პროცესს. ცხელი წყალი გაცხელებული ამ გზით ინახება იზოლირებულ ქვაბში
SLM მოდულები გამოიყენება ცხელი წყლის გაცხელების გარე წყაროებიდან მიღებული სითბოს შემთხვევაში: ცხელი წლის მაგისტრალებიდან ცხელი ორთქლის წაროს შემთხვევაში. მოდული არჭურვულია თბომცვლელით და ცირკულაური ტუმბოთი. მოდული ასევე ადაპტირებულია იატაკის გათბობის სისტემასთან სამუშაოდ.
სარეცხი ფხვნილის დოზირების საავტორო სისტემა გამორჩეულია არა მხოლოდ მისი საინტერესო დიზაინით, არამედ მეტად გამძლე მექანიზმით რომელსაც იყენებს მარტო კომპანია EHRLE
EHRLE ასოცირდება უმეტესწილად უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგიით რომელიც დაფუძნებულია სარეცხი ფხვნილის გამოყენებაზე. მექანიზმის საკვანძო ელემენტი სარეცხი საშუალების დოზირების EHRLE Globoid გვავსებს ჩვენ სამართლიანი სიამაყით. ყველა მისი კომპონენტი დამზადებული პროფესიონალურ დონეზე და ტეფლონი უზრუნველყოფს გამძლე და გამართულ მუშაობას.
EHRLE Globoid იმართება კომპიუტერის მიერ და ინვესტორს აქვს საშუალება გააკონტროლოს დანადგარში არსებული ფხვნილის მარაგი დისტანციურად. სპეციალური ხვეული სისტემა უზრუნველყოფს დოზის ზუსტ პორციას რაც არის აუცილებელი რეცხვის პირველი რეჟიმის გამოყენებისთის. EHRLE ს მიერ შეთავაზებული ქიმიური რეაგენტები ხასიათდება ორი ძირითადი ასპექტით – ისინი არიან ეკონომიურები და ეკოლოგიურად უსაფრთხო.
ისინი არიან უნიკალურები თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე. ამის გამო 1 ტომარა ორიგინალი ფხნილი რეცხავს უფრო მეტ მანქანას ვიდრე ბაზარზე არსებული ანალოგები. ამასთან ერთად სპეციალური სერიის X LOP სარეცხი ფხვნილი შეიცავს 50% –ით ნაკლებ სულფატებს რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ისინი იმ ქვეყნებში სადაც მკაცრი ეკოლოგიური მოთხოვნები ქმნიან უპირობო მოთხოვნებს მოხმარებული რეაგენტების შემცველობის მიმართ
ერლე ავტომანქანების თვითმომსახურების რეცხვის სისტემების მწარმოებელია, რომელიც გთავაზობთ აქტიური ქაფის გამოყენებით რეცხვის ინოვაციურ ტექნოლოგიას. აქტიური ქაფი სარეცხ ფხვნილის გამოყენებამდე ზრდის რეცხვის და ჭუჭყის მოშორების ეფექტურობას.
თანამედროვე ქაფის გენერატორი მოიხმარს მხოლოდ 1,5-2% ქიმიურ დანამატებს სქელი აქტიური ქაფის წარმოებისთვის.
ქაფის გენერატორის კომპაქტური ზომა საშუალებას იძლევა რომ დამონტაჟდეს როგორ Outdoor ასე Indoor დანადგარში
სამრეცხაო ბოქსების რაოდენობის მიუხედავად, გენერატორის დამოუკიდებელი ჰიდრავლიკური სისტემა საშუალებას იძლევა ყველა ბოქსში მივიღოთ იდენტური ხარისხის ქაფი. ქიმიური კომპონენტების შერევის ფართო არჩევანი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ქაფის ოპტიმალური შემადგენლობა და სიმჭიდროვე. თხევადი ქაფი სულ მზადყოფნაშია, რომ გამოყენებულ იქნას განცალკევებულად საჰაერო/წყლის სისტემის მეშვეობით
ყოველ სარეცხ ბოქსს აქვს ქაფის რეცხვის საშუალება. ერლეს ქაფის გენერატორს შეუძლია აწარმოოს თხევადი ქაფი 0,5 მმ-დან 80 მმ-მდე სისქის.