მაღალი წნევის მობილური მოწყობილობები წყლის გათბობის გარეშე

KD (სხვადასხვა სახის) სერიის მოწყობილობები იდეალურია იმ სამუშაოებისათვის, რომელიც საჭიროებს მაღალი დონის დინამიურ რეცხვას. თითოეულ მოწყობილობაში ჩვენ დავამონტაჟეთ დაბალი სიჩქარის (1400 RPM – ბრუნვა წუთში) მქონე ტუმბოები მაერთებელი საწევებით  და კერამიკული დგუშებით, რომელიც ბოლოვდება KD 4ხ4 მოწყობილობით, სადაც სამუშაო წნევა აღწევს 280 ბარს, ხოლო საწარმოო და ყველაზე მაღალი წნევის მოწყობილობების სერიებში წყლის ეფექტურობის კოეფიციენტი (ხარჯი) შეადგენს 1800 ლ/სთ-ში.

მნიშვნელოვანი ზომების მიუხედავად, აღნიშნული აპარატები მთლიანად მობილურია რეზინის 4 თვლიანი ურიკების გამოყენების გამო.

სტანდარტულ მოწყობილობას შესაძლოა დაემატოს EHRLE უამრავი აქსესუარი, რაც ზრდის გამოყენების შესაძლებლობებს.

მოწყობილობა ტიპები:
  • KD 623 თN,
  • KD 723 თN,
  • KD 740 თN,
  • KD 1140 4X4,
  • KD 1140 4X4,
  • KD 1340 4X4,
  • KD 1540 4X4,
  • KD 1840 4X4.

მაღალი წნევის მობილური მოწყობილობები წყლის გათბობით

EHRLE მოწყობილობები წყლის გათბობით ცხიმიან ჭუჭყთან ბრძოლის სწრაფი და ეფექტური საშუალებაა, ისინი იძლევა დროის დაზოგვის საშუალებას დიდი ფართობის მქონე ზედაპირების გარეცხვისას. ცხელი წყლის და სარეცხი საშუალებების კომბინაცია უზრუნველყოფს ჭუჭყის მოცილებას სწრაფად და ეფექტურად. სამუშაო პარამეტრების სრული კონტროლი და გათბობის სისტემის მაღალი ეფექტურობა იძლევა შესრულებული დავალებასთან ტექნოლოგიის იდეალურად დარეგულირების შესაძლებლობას.

მობილური ცხელი წყლის აპარატები განკუთვნილია მძიმე პირობებში მუშაობისთვის ღია ადგილზე, სადაც შეუძლებელია ელექტროენერგიის მიწოდება. აღნიშნული მოწყობილობები აღჭურვილია პროფესიული შიდა წვის ძრავით. EHRLE გათბობის სისტემის მაღალი ეფექტურობის წყალობით, მოწყობილობას შეუძლია გაუმკლავდეს დიდი რაოდენობით ცხიმიან ჭუჭყს.

მოწყობილობა ტიპები:
  • HD 640 ETRONIC,
  • HD 1240 ETRONIC 2,
  • HD 1140 ETRONIC 2,
  • HD 940 ETRONIC 2,
  • HD 840 ETRONIC 2,
  • HDE 800 – 18 KW,
  • HDE 800 – 24 KW.

მაღალი წნევის სტაციონალური მოწყობილობები წყლის გათბობის გარეშე

მოწყობილობების სერიები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება პროფესიონალურ ავტოსამრეცხაოებში და სამრეწველო საწარმოებში, სადაც უზრუნველყოფილია ქსელიდან ცხელი წყლის მიწოდება. ისინი ასევე დამონტაჟებულია იმ ადგილებში, სადაც შეუძლებელია გამობოლქვილი გაზის გამოყოფა.

მაღალი ტემპერატურის წყლის ზემოქმედებისადმი მაღალი მედეგეობის წყალობით, ეს მოწყობილობა წარმატებით ასრულებს ცენტრალური სარეცხი აპარატის ფუნქციას კვების და ქიმიურ მრეწველობაში. ჩვენ გთავაზობთ სამრეწველო სისტემას KSM–ს 1-დან 6-მდე ტუმბოებით, რაც ნიშნავს, რომ ქსელიდან მიწოდებული ცხელი წყლით ერთი ავტოსამრეცხაოს 6 ბოქსაც კი შეუძლია ერთდროულად მუშაობა.

მოწყობილობა ტიპები:
  • KS 1040 Classic,
  • KSM 1840,
  • KSM 2740,
  • KSM 3640,
  • KSM 4540,
  • KSM 5440,
  • KSC 2040 ST.

მაღალი წნევის სტაციონალური მოწყობილობები წყლის გათბობით

EHRLE ექსპერტია წყლის გათბობით მაღალი წნევით რეცხვის სისტემაში. ამჟამად ჩვენ ვამარაგებთ ბაზარს საწვავით, გაზით ან ელექტრონული გათბობის ქვაბებით, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ სხვადასხვა კლიენტის მოთხოვნები. მოწყობილობის პროფესიონალური კონსტრუქცია ეფუძნება ფხვნილისებრი მასალით დაფარული გალვანიზებული ფოლადისგან ან მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ ელემენტებს.

კოპონენტები განთავსებულია აპარატის შიგნით და დაცულია არასასურველი წვდომისგან. მომსახურე პერსონალს ხელი მიუწვდება მხოლოდ პროგრამულ გადამრთველებზე: ცივი წყლით რეცხვა / ცხელი წყლით რეცხვა / სარეცხი საშუალებებით რეცხვა. აპარატები აღჭურვილია კონტროლის და მართვის სისტემით: EHRLE Etronic 2.

მოწყობილობა ტიპები:
  • HSC 1240 OIL,
  • HSC 1240 ST OIL,
  • HSC 1140 ST OIL,
  • HSC 840 ST – 18 KW,
  • HSC 1140 ST – 24 KW,
  • HSC 1140 – 30 KW,
  • HSC 1140 ST – GAS,
  • HSC 1140 OIL.
Up
ეს საიტი ნაჭდევებს იყენებს (cookies), ისე, რომ ჩვენი მომსახურება შეიძლება მუშაობა უკეთესი. შეიტყვეთ უფრო მეტი მე მესმის,