ივლისის თვიდან კომპანია EHRLE-მ გახსნა რიგით მესამე ავტოსამრეცხაო თბილისში, სადაც დამონტაჟებულია უახლესი გერმანული დანადგარები. ავტოსამრეცხაო შედგება 7 ბოქსისგან, მათ შორის 1 ბოქსი ( VII) განკუთვნილია არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების - მიკროავტობუსების და სპეცტექნიკის გასარეცხად. სამრეცხაო ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში. ადგილზე თქვენ დაგხვდებათ გამოცდილი ოპერატორ-კონსულტანტი, რომელიც გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას და დაგეხმარებათ თქვენი ავტომობილის გარეცხვაში.